იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“

იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
სრული სურათი შეიკრა მას შემდეგ, რაც USAID- ის დოკუმენტები სრულად გასაჯაროვდა და ხელის გულზე გამოვიდა ის პროცესები, რაზეც ჩვენ გვქონდა ეჭვები და საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამასთან დაკავშირებითაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავად გაასაჯაროვა ეს დოკუმენტები და უკვე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ რასაც ამბობდა ამ წლების განმავლობაში, იყო მართალი. ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა იდგა, იყო რეალური საფრთხეები. უფრო მეტიც, ეს უბრალოდ საფრთხე კი არ იყო, ის მასშტაბი, რაც ჩვენ ვნახეთ USAID-ის დოკუმენტები შემდგომ, ბევრად უფრო მასშტაბური და ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა -ის ფინანსების სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
მახაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჰქონდა.
„მიყოლებით ელჩი ელჩზე მოდიოდა და ითხოვდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც სულ ცოტა – 100%-ით ეკონომიკური კოლაფსისკენ იყო მიმართული. ქვეყანას პირდაპირ გაწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის, აქ საუბარი მაქვს რუსეთზე შეზღუდვების დაწესებაზე, ჰაერისა და მიწის დახურვაზე და ასე შემდეგ.
ასევე იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან, მაგრამ ამას გარდა, მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, უკეთეს დროს რაღას ნახავთ, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“. საჯაროდაც რამდენიმე მათგანმა გააკეთა ეს განცხადება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო