იურისტი გურო იმნაძე: „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და მთლიანი კანონი გადმოაკოპირა „ამერიკულიდან“, ისე რომ მასში ჩარჩენილია აშშ-ს პრეზიდენტი, დეპარტამენტი, შტატები… თან ამით ამაყობენ

„არათუ კანონის, რაღაც საკითხზე მარეგულირებელი ჩარჩოს ერთი მუხლის მექანიკური კოპირებაც კი ხშირადა არასწორი და სახიფათოა, როგორი ქვეყნიდანაც არ უნდა მოგვქონდეს ეს რეგულირება. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და მთლიანი კანონი გადმოაკოპირა „ამერიკულიდან“, ისე რომ მასში ჩარჩენილია -ს პრეზიდენტი, დეპარტამენტი, შტატები… თან ამით ამაყობენ, ზუსტი თარგმანია, ვერავინ მოგვედავებაო.
ამას ოროსნობაც აღარ ჰქვია. ეს პირველ რიგში იმ ინსტიტუტის უპატივცემულობაა, რომლის წევრობასაც იჩემებენ. მაგრამ რანაირად უნდა სცენ პატივი ან პარლამენტს, ან კანონს, როცა სწორედ რომ უკანონოდ იმყოფებიან პარლამენტში და „ხელისუფლებობანას“ გვეთამაშებიან“ — იურისტი გურო იმნაძე „ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ FARAS-ს ქართულ ვერსიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ