იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო: ქიმიური იარაღი საქართველოში? [იტალიის] მთავრობამ საქართველოს ელჩი უნდა დაიბაროს

ქიმიური იარაღი საქართველოში? [იტალიის] მთავრობამ საქართველოს ელჩი უნდა დაიბაროს.
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციაზე გამოსული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.
ერთ წელზე მეტია ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა არალიბერალური რეჟიმი, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობასა და პატიმრობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიის ინსტრუმენტად.
ამ დარღვევებს ახლა მძიმე ბრალდება ემატება: ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.
კიდევ რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ დაიკავოს პოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და დაიცვას ქართველი ხალხი?
იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს, წარმოადგინოს ყოველგვარი საჭირო განმარტება საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ არსებულ ვითარებაზე.
დღესდღეობით იყო ქართველი, ნიშნავს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას.
ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ ვართ ევროპა“ — წერს იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)