ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ

ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ. ლევან სანიკიძე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, – წერს “ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია და „ნაცმოძრაობა“ თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ, შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და თქვან რას აპროტესტებენ.
„ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და ნაც. მოძრაობის არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ.
ლევან სანიკიძე ნაც. მოძრაობის საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური ნაც. მოძრაობის სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია. ნაც. მოძრაობა თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ და შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და გვითხრან რას აპროტესტებენ.
თუ არა და, თენგომ მაინც გვითხრას – ოღონდ, მარკერმა გაჟონაო ამაზე უფრო დამაჯერებელი რაიმე არგუმენტი.
ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ უნივერსიტეტებმა მიიღეს რეალური ავტონომია და განათლების კერას, განათლება დაუბრუნდა!“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ