ისტორიული გამარჯვება ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა გამარჯვებით დაასრულა

ისტორიული გამარჯვება ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნიის ნაკრები 22-19 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა. ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრებებთან მარცხის შემდეგ, ქართველმა სპორტსმენებმა ბოსნიას დაძაბულ შეხვედრაში აჯობეს.
ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო გიორგი ცხოვრებაძე – საქართველოს ნაკრების ლიდერმა შვიდი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, ერთი მოგებით და ორი წაგებით, მესამე ადგილზე დაასრულა. პირველი და მეორე ადგილები, 6 და 4 ქულით, შვედეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებმა გაინაწილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება