ისრაელს აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას – ენტონი ბლინკენი

ისრაელს აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას – ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, დევიდ კემერონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ისრაელს აქვს ვალდებულება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ღაზის სექტორში რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. რჩება სიცარიელე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის განზრახვასა და იმ რეალურ შედეგებს შორის, რასაც ჩვენ ადგილზე ვხედავთ. უცილებელია და სასწრაფო, რომ ისრაელმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს სამოქალაქო პირების დაცვას,” – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას კი დევიდ კემერონმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა როგორც ისრაელისთვის, ასევე პალესტინელი ხალხისთვის.
“ჩვენ უნდა დავიწყოთ არა მხოლოდ ღაზაში მცხოვრებთათვის საჭირო დახმარების მიწოდება, არამედ ვიფიქროთ მომავალზე ამ სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ. ჩვენი შეხვედრა იყო გეგმის დასახვაზე იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ და როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხო მომავალი როგორც ისრაელისთვის, ასევე პალესტინელი ხალხისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად ამის მისაღწევად,” – აცხადებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში დევიდ კემერონი.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა