ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააგრძელა, აშშ აპირებს ვეტო დაადოს გაეროში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის პროექტს

ღაზის სექტორზე ს დარტყმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა 18 თებერვალს, იტყობინება AP-ი მედიკოსებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით.
ამ ფონზე -მა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს გაეროს რეზოლუციის მორიგ პროექტს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
აშშ, ისრაელის მთავარი მოკავშირე იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა განთავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგება ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასს შორის და მოელის კონფლიქტის უფრო ფართო მოგვარებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, შეთანხმების პირობებს უარყოფს და მან ჰამასის მოთხოვნებს “ბოდვა” უწოდა, ის უარყოფს აშშ-ის და საერთაშორისო მოწოდებებს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნისკენ.