ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში, დააკავა ხალხი საავადმყოფოში

17 თებერვალს ჯანდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და სამხედროებმა განაცხადეს, რომ ს ძალებმა დააკავეს ადამიანები ღაზის უდიდეს მოქმედ საავადმყოფოში.
ამ დროს საჰაერო დარტყმები განხორციელდა ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე. პალესტინელები, რომელთაც რაფაჰს შეაფარეს თავი, წვიმამ დააზარალა.
ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს ნასერის საავადმყოფოზე ხან-იუნისში 15 თებერვალს და აგრძელებენ ომს ჰამასის, -ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეულ, დაჯგუფებასთან, რომელიც მართავს ანკლავს.
“საოკუპაციო ძალებმა დააკავეს სამედიცინო პერსონალის მრავალი წევრი ნასერის სამედიცინო კომპლექსში, რომელიც მათ (ისრაელმა) სამხედრო ბაზად აქციეს”, – განაცხადა ღაზის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა, აშრაფ ალ-ქიდრამ.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი მეომრებს ეძებდნენ საავადმყოფოში და რომ მის ტერიტორიაზე დააკავეს 100 ეჭვმიტანილი, დახოცეს საავადმყოფოსთან მყოფი შეიარაღებული პირები და შენობაში იარაღი იპოვეს. ჰამასმა უარყო ბრალდებები, რომ მისი მებრძოლები სამედიცინო დაწესებულებას საფრად იყენებენ.
სულ მცირე, ორმა გათავისუფლებულმა ისრაელელმა მძევალმა თქვა, რომ ისინი ნასერში ჰყავდათ დაკავებული.
ისრაელის შეჭრამ საავადმყოფოში შეშფოთება გააჩინა პაციენტების, სამედიცინო მუშაკებისა და იძულებით გადაადგილებული პალესტინელების გამო, რომელთაც იქ შეაფარეს თავი. დაახლოებით 10 000 ადამიანი ეძებდა თავშესაფარს საავადმყოფოში ამ კვირის დასაწყისში, მაგრამ ბევრმა დატოვა იქაურობა – ან ისრაელის დარბევის მოლოდინში ან ისრაელის ბრძანების გამო ევაკუაციის შესახებ, განაცხადა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ.
უფრო სამხრეთით, რაფაჰში, სადაც ღაზის 2,3 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფარებს თავს, ზამთრის სიცივემ კიდევ უფრო გააუარესა ისედაც საშინელი პირობები, როცა ქარმა დევნილების რამდენიმე კარავი გაანადგურა, სხვები კი წვიმის წყლით დაიტბორა.
რაფაჰზე ისრაელის არმიის მიერ იერიშის მიტანის გეგმამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რომ ასეთი მოქმედება მკვეთრად გააუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს ღაზაში.
ჰამასის მეთაურმა, ისმაილ ჰანიემ ისრაელი დაადანაშაულა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საქმეში პროგრესის ნაკლებობის გამო, ნათქვამია დაჯგუფების მიერ 17 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. ჰანიემ დასძინა, რომ ჰამასი არ დათანხმდება იმაზე ნაკლებს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტას, ისრაელის გასვლას ღაზიდან და “უსამართლო ალყის მოხსნას”, ისევე, როგორც პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, რომლებიც ისრაელის ციხეებში იხდიან ხანგრძლივ სასჯელს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ პირობა დადო ჰამასზე “სრული გამარჯვების” შესახებ.
მან 17 თებერვალს განაცხადა, რომ ქალაქ რაფაჰში არ შესვლა “ომის წაგებას“ ნიშნავს და ამიტომ, ქალაქში ჯარი შევა იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა თუ არა შეთანხმება მძევლების განთავისუფლების შესახებ. „ამას რომც მივაღწიოთ, მაინც შევალთ რაფაჰში“ – თქვა მან.
ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას შარშან 7 ოქტომბერს ემსხვერპლა 1200 ადამიანი, უპირატესად მშვიდობიანი მოსახლეობა. მძევლად აყვანილი და ღაზაში გადაყვანილი იქნა დაახლოებით 250 ადამიანი.
ისრაელის საჰაერო და სახმელეთო საპასუხო იერიშმა გაანადგურა ღაზის დიდი ნაწილი და თითქმის მთელი მისი მოსახლეობა აიძულა, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები. პალესტინის ჯანდაცვის ორგანოები იუწყებიან, რომ დაიღუპა 28 858 ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობა.
სულ მცირე, 83 ადამიანი დაიღუპა მთელ ღაზის სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 თებერვლის შემდეგ, განაცხადა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირმა, მათ შორის ერთი ადამიანი – 17 თებერვალს დაიღუპა რაფაჰში, ტერიტორიაზე, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება და რომელიც, ისრაელის თქმით, ჰამასის უკანასკნელი ბასტიონია.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათმა თვითმფრინავებმა არაერთი მებრძოლი მოკლეს ღაზის სექტორში მიმდინარე ბრძოლების დროს ბოლო დღე-ღამის განმავალობაში.
ისრაელში, ქალაქ აშკელონში, 17 თებერვალს განგაში იყო და გამაფრთხილებელი საჰაერო თავდასხმის სირენები ისმოდა.