ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, -ის პრეზიდენტი მრჩევლებს შეხვდება

ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, -ის პრეზიდენტი მრჩევლებს შეხვდება.
ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს შეხვედრას ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული თავდასხმის განსახილველად.
“მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, დიდი ალბათობით, რამდენიმე საათს გაგრძელდება… პრეზიდენტი ბაიდენი ნათლად ამბობდა: ისრაელის უსაფრთხოებისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. შეერთებული შტატები ისრაელის ხალხს გვერდში დაუდგება და დაეხმარება მათ თავდაცვას ირანის მხრიდან ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ,” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო