ისრაელის არმიამ ღაზაში ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით ათიათასობით რეზერვისტის გამოძახება დაიწყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი ზრდიან ზეწოლას ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნებისა და ჰამასის მებრძოლების დამარცხების მიზნით.
ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ ისინი იმოქმედებენ ახალ ტერიტორიებზე და გაანადგურებენ ყველა ინფრასტრუქტურას როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სივრცეში.
მანამდე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოება დაამტკიცა.
