ისრაელის არმიამ მთავრობას წარუდგინა ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმა

ს პრემიერ-მინისტრის ოფისმა დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა, რომ თავდაცვის არმიამ სამხედრო კაბინეტს წარუდგინა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა და ასევე, მომავალი სამხედრო ოპერაციის ოპერატიული გეგმა.
რაიონები დაკონკრეტებული არ არის. 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ მთავრობას წარუდგენდა ქალაქ რაფაჰში მოქმედების გეგმას.
ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქს, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო სხვადასხვა რაიონიდან გაქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე რაფაჰის წინააღმდეგ ისრაელის არმიის მიერ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
ისრაელმა ღაზის სექტორში, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
ისრაელის მონცემებით, ჰამასის თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანის სიცოცხლე და მძევლობაში აღმოჩნდა 250-ზე მეტი. მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს. ისრაელის თანახმად, ღაზის სექტორში რჩება 130-მდე მძევალი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 29 000-ზე მეტი პალესტინელი.
ისრაელი, , ევროკავშირის სახელმწიფოები და რამდენიმე სხვა ქვეყანა ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
დაწერეთ კომენტარი