ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციიდან ამოღებას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს

ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციიდან ამოღებას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს
ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების ამოღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოქალაქეებმა მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
რეფერენდუმის პირველი პუნქტი ოჯახის კონსტიტუციური დეფენიციის გაფართოებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ოჯახი აღრ ჩაითვლება ქორწინების კავშირზე დაფუძნებულ ცნებად, არამედ ისეთ კავშირად, რომელიც დაფუძნებულია მყარ ურთიერთიბებზე, მათ შორის ერთნაირსქესიან წყვილებშიც.
მეორე პუნქტი ეხებოდა ქალის როლის ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ქალის სტატუსი ოჯახში გენდერულად ნეიტრალური იქნებოდა და თითოეული ოჯახის წევრი იზრუნებდა ერთმანეზე.
რეფერენდუმის შედეგს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი გამოეხმაურა.
„ჩვენი პასუხისმგებლობა იყო უმრავლესობის დარწმუნება, რომ ხმა მიეცათ ამ ცვლილებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით“, – განაცხადა ვარადკარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: ირანში, ჰორმუზის ყურეში საეჭვო „წარმატების“ და ასევე, ჩინეთში არცთუ დამაჯერებელი ვოიაჟის ფონზე – უკრაინის საკითხის დემილიტარიზაცია 4 ივლისამდე, ერთადერთი „ჯოკერი“ ხდება დონალდ ტრამპის ხელში