ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა – ამერიკის პრეზიდენტი უსაფრთხოების გუნდთან იწყებს შეხვედრას

ირანმა ს მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას გამოცემა “The Times of Israel” ავრცელებს და ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერიც.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ადასტურებს, რომ ირანიდან გაშვებულია ათობით უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ისრაელისკენ მიემართება.
ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი თქმით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ თუ გახდება ცნობილი, ისრაელის თავდაცვის ძალები აცნობებენ მოსახლეობას.
ამ საკითხზე -ის პრეზიდენტი შეხვდება ეროვნული უსაფრთხოების გუნდს თეთრ სახლში, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე დარტყმა.
„მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. “ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განვითარდება.”
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის რკინა. შეერთებული შტატები დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან“, – დასძენს თეთრი სახლი.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი