ირანის შს მინისტრი პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებულ ინციდენტზე – უამინდობის გამო მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას ვაჰიდმა განაცხადა, რომ „უამინდობისა და ნისლის გამო, ადგილზე მისასვლელად მაშველებს დრო დასჭირდებათ.
„ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ სამუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება”, – აღნიშნა მინისტრმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამი ვერტმფრენიდან ერთ-ერთმა უხეში დაშვება მას შემდეგ განხორციელდა, რაც მას ძლიერი ნისლის გამო პრობლემები შეექმნა. ორ ვერტმფრენი კი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა.
19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ სა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია შედგა.
ipn.ge