ირანის პოლიციის ხელმძღვანელობამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა გამოავლინეს “სიბრაზის კონტროლის ნაკლებობა” დაკავებული პირის მიმართ მოპყრობისას, რომელიც ჩრდილოეთ გილანის პროვინციაში საპატიმროში გარდაიცვალა ამ კვირის დასაწყისში.
ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფი Hengaw-ი იტყობინება, რომ მოჰამად მირმუსავი პოლიციამ სასტიკად სცემა ქალაქ ლანგარუდში, 24 აგვისტოს მისი დაკავების შემდეგ.
36 წლის კაცი, რომელიც ქუჩის ჩხუბის გამო დააკაეს, სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის სისასტიკის გამო ბრალდებებს მოჰყვა ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ბრძანება, გამოიძიონ მომხარი.
პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მირმუსავისა და პოლიციელებს შორის “დაპირისპირება” გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.
