ირანის მუქარით, ისრაელის პასუხის შემთხვევაში აშშ-ს ბაზებს დაარტყამენ

ირანი იმუქრება, რომ ს საპასუხო ქმედებებს უფრო დიდი იერიშები მოჰყვება და სამიზნეები რეგიონში მდებარე -ს სამხედრო ბაზებიც იქნება.
“ჩვენი პპასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს.” – თქვა ირანელმა მაიორ-გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში და ხაზი გაუსვა, რომ თეირანმა აშშ- გააფრთხილა, ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში მიზანში ამერიკულ ბაზებს ამოიღებენ.
ამას გარდა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი ასევე დაიმუქრა, რომ ისრაელის თავდასხმის შემთხვევას მოჰყვება პასუხი.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.