ირაკლი ფავლენიშვილი: სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი …

“დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ.
ჩვენ იმ გვარის ვართ, უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას :))” – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი .