ირაკლი ტაბლიაშვილი: დღეს მიმდინარეობს საქართველოს მორიგი ოკუპაციის პროცესი

“ხუმრობის, ღლიცინის… ხმის არამოღების; დამალვა-მიმალვის; ჩუმად ყოფნის; სამყარო მაინც ვარდისფერიას ძახილის; პოლიტიკაში არ ან აღარ ვერევი ძმაოს თქმის; ნათესავებისა და მეგობრების დანდობის; კულტურულად და არამკაფიოდ წერის; მე ჩემი საქმე მაქვს – განცხადების და ა.შ. და ა.შ. დრო წავიდა მეგობრებო!
აქამდეც უნდა დაგეფიქსირებინათ პოზიცია და ახლა მაინც უნდა დააფიქსიროთ! და ეს უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში! ვეტოს დაძლევამდე!
წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკოსიც და ექსპერტიც; მსახიობიც და მწერალიც; სპორტსმენიც და აკადემიური სპექტრის წარმომადგენელიც… მოკლედ ყველა, ვინც დუმს, თანამონაწილე გამოვა იმ დანაშაულისა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე იქნება ჩადენილი და ვერანაირად ვერ გამოვა თანამონაწილე იმ სიხარულისა, რომელიც დადგება ქართველი ერის გამარჯვების შემთხვევაში.
დღეს მიმდინარეობს საქართველოს მორიგი ოკუპაციის პროცესი.
უახლოეს ხანებში, არჩევნებში ოცნების გამარჯვების ან არჩევნების მიტაცების შემდეგ, მოგვთხოვს და აღგვასრულებინებს:
1. ს რკინიგზის გახსნას და ამ რკინიგზის ტვირთების სრულ კონტროლს! გზას ირანამდე!
2. ანაკლიის პორტის აშენებას რუსული ან რუსულ-ჩინური ინვესტიციებით! პორტის ტვირთების სრულ კონტროლს!
3. ახალქალაქში სამხედრო ბაზის გახსნას!
4. ნატოზე და ევროკავშირზე ღია უარის განცხადებას!
და ა.შ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ სანაცვლოდ დაგვითმობს აფხაზეთს, ცდება!
გალში ქართულად სწავლებასაც არ დაუშვებს! მხოლოდ დაგვპირდება!..
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში!.. მაგრამ… მაგრამ, გამარჯვება გადავადდება ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში!
და გარუსების სამარცხვინო პერიოდი უბრალოდ არ დადგება, თუ ქუჩაში იქნება 500 000 მოქალაქე!
ვეღარც გვესვრიან!
ამიტომ,
ხუმრობის, ღლიცინის… ხმის არამოღების; დამალვა-მიმალვის; ჩუმად ყოფნის; სამყარო მაინც ვარდისფერიას ძახილის; პოლიტიკაში არ ან აღარ ვერევი ძმაოს თქმის; ნათესავებისა და მეგობრების დანდობის; კულტურულად და არამკაფიოდ წერის; მე ჩემი საქმე მაქვს – განცხადების და ა.შ. და ა.შ. დრო წავიდა მეგობრებო!
სათაოდ და სახელობითად შეგარცხვენთ, ვინც 1-ლი ივნისის შემდეგ იყუჩებთ!
×××
შენ ნუ დაეცემი, შენ ნუ შეშინდები.
გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არ იგებს.
ყველა ამაოა, ჯერ არ შებინდდება.
მხოლოდ გამარჯვება ბედთან შეგვარიგებს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი – მამუკა მდინარაძემ მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს, რასაც მაშინვე მოყვა რეაქცია, მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბავით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა