ირაკლი ტაბლიაშვილი: და კიდევ არის ერთი-ორი ცუდი კი არა… საშიში რამ, რასაც ვერც დავწერ! მაგრამ…. ჩვენ უნდა ვთქვათ – გამოწვევა მიღებულია!!!

“”ოცნება” კიდევ ერთხელ დააინიცირებს რუსულ კანონს!!!
და ჩვენ ავტეხეთ დიდი ამბავი, რომ ეს ცუდია! საშინელია! დაუშვებელია!..
და ცხადია, ეს ცუდია! საშინელია! დაუშვებელია!
… მაგრამ… მაგრამ, მიძინებულ ქართულ საზოგადოებას სჭირდება გამოფხიზლება!!! ანუ, სჭირდებოდა და სჭირდება რაღაც ისეთი, რაც ამ საარჩევნო წელს მას ერთად ისევ შეკრავს! ქუჩაში გაიყვანს და კოლექტოურ “ზე” გაამარჯვებინებს!..
თუ ეს ასე მოხდა, ანუ – თუ კვადრატ-კუბში გამეორდა მარტის აქციების მსგავსი!.. გამოვა, რომ ხელისუფლებამ თხარა… თხარა და მის მიმართ მეტი კრიტიკულად განწყობილი გამოთხარა!.. ანუ – ეს ახალ/ძველი რუსული კანონი ერთგვარი საჩუქარია ჩვენთვის!
თუმცა, ვიმეორებ, ეს იმ შემთხვევაში, თუ “ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი წარსდგება ღვთის წინაშე” (პერიფრაზი მერაბ კოსტავას ცნობილი გამოსვლისა)
ცუდი და მძიმე ისაა, რომ, ხელისუფლებასაც ექნება გათვლილი მისთვის ცუდი; უკეთესი და საუკეთესო სცენარები და გამოდის, რომ მისთვის უარესი სცენარის (ქუჩაში 300 000 მოქალაქე) გასვლის შემთხვევაში, ის აპირებს უწინდელებზე გაცილებით დიდი სისასტიკეების ჩადენას!!! ანუ, ფაქტობრივ ომს საზოგადოების წინააღმდეგ!
საკუთარი სუსის გამოყენებას … შექმნას შთაბეჭდილებისა, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა! ამ კამპანიის აგორებას თავისი დედა@@@ მედიით და… ამ მოძრაობის დისკრედიტაციას და… თვალების დათხრას ინდივიდებისათვის!
ცუდი (საშიში) ისაა, რომ ხელისუფლება ეცდება სამოქალაქო ომში გადაზარდოს ეს დაპირისპირება!
ცუდი (საშიში) ისაა, რომ არც ქართული ბერკუტის და არც მწვანე კაცუნების გამოყვანას მოერიდება!
ცუდი (საშიში) ისაა, რომ თუ გაიმარჯვა, ის იქნება გადარჩენილი იანუკოვიჩი! რომელსაც ექნება ლუკაშენკოს დიდი შტრიხები!
ცუდი (საშიში) ისაა, რომ… რომც დამარცხდეს, მანამდე იანუკოვიჩებს!
ანუ, შესაძლოა ქართული გრუშევსკის ქუჩა გააკეთოს!
ცუდი (საშიში) ისაა, რომ, თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს, ევროპას დავემშვიდობებით!
და კიდევ არის ერთი-ორი ცუდი კი არა… საშიში რამ, რასაც ვერც დავწერ!
მაგრამ…. ჩვენ უნდა ვთქვათ –
გამოწვევა მიღებულია!!!
და გამოწვევა მიღებულია!” –  წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.