ირაკლი : შაიშმელაშვილი მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში, ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა

ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილის უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებების კომენტირებისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ირაკლი შაიშმელაშვილი არ იყო მაღალჩინოსანი, ის მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში.
„ეს ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მაღალჩინოსანი არ იყო. გდდ-ში არის 17 სტრუქტურული ერთეული და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდა ეს კაცი. ეს არ იყო მაღალი თანამდებობის პირი. ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით