ქართული ოცნების მხარდაჭერა რომ 60%-ია, ეს ფაქტია. ჩვენ რომ ხელმოცარული ოპოზიცია გვყავს, ესეც ფაქტია. თუ ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის, ოპოზიციურს, ვინმე და რამე არ მოსწონს, სწორედ ის ოპოზიციაა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიცია. ეს შედეგები დამსახურებულია, რადგან მთელ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია იმის გარდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უპირისპირდებოდა.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მინიმუმ 60%-ს აიღებდა.