ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო შესულია რამდენიმე სააგენტოში, სიმართლეს არ შეესაბამება – ასოციაცია

„საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის“ (ACAG) განცხადებით, სიმართლეს არ შეესებამება ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო სამსახური რამდენიმე სარეკლამო სააგენტოს ამოწმებს.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გასული წლების მსგავსად, საკომუნიკაციო სააგენტოების ნაწილმა მიიღო შეტყობინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან.