ინტერვიუ – რა იქნება თურქეთის როლი, თუ კავკასია რუსეთს ზურგს აქციეს და რა ელის საქართველოს

სთვის აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. არსებობს თურქეთის ფაქტორი,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო პროვოკაციებისთვის მოიცლის, მას უკვე აქ გააქტიურებული თურქეთი დახვდება.

სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს. როგორ იზრდება ამ დროს თურქეთის რეგიონული როლი და რა იცვლება საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის ორბიტაზე დარჩება? – „ბათუმელებმა“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლისთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ქამრან, რა როლს იძენს თურქეთი რეგიონში ახლა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ რუსულ ორბიტას მოშორდნენ? 

თურქეთი აქამდეც აქტიურად ცდილობდა რეგიონის გადამწყვეტი ფაქტორი გამხდარიყო, შეიძლება უპირობო ვერა, თავისი შეზღუდული რესურსების გამო, თუმცა ვხედავთ, რომ თურქეთი აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში.

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი ასრულებს მედიატორის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის: თუ დააკვირდებით, ალიევის და ფაშინიანის თურქეთში ვიზიტებს შორის მცირე დროა, ანუ თურქეთმა კონსულტაციები გაიარა ჯერ ერთ მხარესთან, შემდეგ – მეორესთან.

  • რამდენად ანგარიშგასაწევია თურქეთის გააქტიურება კავკასიის რეგიონში რუსეთისთვის, რომელმაც შესაძლოა მოიცალოს თავისი ტრადიციული მეთოდისთვის და სამხედრო პროვოკაცია დაგეგმოს? 

დიახ, რუსეთი ამას ყოველთვის ცდილობს. ის ამ დრომდე პროვოკაციებით ახერხებდა ამ რეგიონის სახელმწიფოები თავის ორბიტაზე შეენარჩუნებინა.

აზერბაიჯანი შესაძლოა პატარა სახელმწიფო რუსეთის გადმოსახედიდან, მაგრამ ამ ეტაპზე აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. ერთია, რომ რუსეთი ში იბრძვის და იბრძვის წარუმატებლად – მას არ გააჩნია რესურსი ცალკე სამხედრო კამპანია წამოიწყოს კავკასიაში, მეორეს მხრივ კი, არსებობს თურქეთის ფაქტორი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამას არ დაუშვებს.

ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებობს შუშის დეკლარაცია, რაც გულისხმობს ნატოს მეხუთე მუხლის პრინციპით მოქმედებს: თუ ვინმე თავს დაესხმება ერთ სახელმწიფოს, მეორე სახელმწიფო ვალდებულია, რომ გაააქტიუროს სამხედრო კომპონენტი და ჩაერთოს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც