“ახლა მისმინეთ, იმათ, ვინც კადრულობთ და ჩემს მეგობრებს თუ აქაურ ფრენდებს საკუთარი არშინით ზომავთ, თქვენს უბადრუკ და მდაბიო აზროვნებისკენ ექაჩებით, იმას აბრალებთ, რაზეც თქვენ ორ გროშად სიამოვნებით იყიდებით და მუქარის ტონის შემცველ ხმოვან მესიჯებს უგზავნით. რა შვილებს წირავენ ფოლოვერების მომატებისთვის, რა ინფლუესერობა და რა მართულობა?!
ეს თქვენ არ შეგიძლიათ სამშობლოს და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავგანწირვა, თქვენ აძლევთ ნებას ამ რუსეთის მონებს, ჯერაც КГБს ნომრიან და თიკუნიან აგენტებს უფლებას, ეჭვი შეიტანონ თქვენი აზროვნების უნარში და ელოდებით მათგან მესიჯ-ბოქსებს.
განსხვავებულ აზრს პატივს არ სცემო, მამუნათებენ. აბა, აზრი? თქვენ ფიქრობთ, რომ თუთიყუშებივით რომ იმეორებთ პროპაგანდის მიერ წლების მანძილზე თქვენს გამორეცხილ ტვინებში ჩადებულ უბადრუკობას, ეს აზრია? და დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი აზრია?!
მაშინ რატომ თვლი და აძლევ თავს უფლებას პირადში შეუვარდე ისედაც ბრძოლაში მყოფ ადამიანს და რაზეც შენ ხარ წამსვლელი, ის აბრალო, რომ ჩვენი ბრძოლა მართული და მერკანტილურია?!
ამჯერად დაგინდობთ და მერე გვარ-სახელებით გამოგაცხადებთ, თქვე ბორენკას უთავმოყვარეო რუპორებო.
სულ ოქრო და ბრილიანტი რომ იყოს ხელისუფლება, 12წლის მერეც რომ არ გიჩნდება პროტესტი მაგათ სკამზე მიწებების გამო, აი, მანდ ხარ მონა, ბეჩავი და უგუნური,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.