ინგა გრიგოლია: ჩემი ინფორმაციით, დოი არ იქნება მხოლოდ ერთი, თიკა რუხაძე კიდევ აპირებს ხელის მოწერას

“ხელი არ აგიკანკალდა თიკა, როცა დოიზე გადაწყვეტილებას აწერდი ხელს” – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ფლობს ინფორმაციას, რომ კულტურის სამინისტრო თავისუფალი ხელოვანების წინააღმდეგ რეპრესიებს კვლავ გააგრძელებს – “დოი არ იქნება მხოლოდ ერთი, თიკა რუხაძე კიდევ აპირებს ხელის მოწერას”.

თიკა რუხაძეს FACEBOOK-თაც მივმართე და ახლაც მინდა, რომ ვკითხო. ხელი არ აგიკანკალდა თიკა, როცა დოიზე გადაწყვეტილებას აწერდი ხელს. საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს ამ ქვეყანაზე. ახლაც თუ არ გტანჯავს შენ შენს მიერ ხელმოწერილი ეს გადაწყვეტილება, გავა დრო და აუცილებლად დაგტანჯავს. ეს იქნება უმძიმესი ტვირთი, რაც შენ შენი გადაწყვეტილებით აიღე და ახლა თუ არ გაწუხებს თიკა ძალიან მოკლე დროში აუცილებლად შეგაწუხებს.

მინდა მადლობა ვუთხრა დოის, მის დასს. მადლობა ყველას, აქ ძალიან დიდი პროტესტი დაიწყება, ეს გახდება პროტესტის კერა. დოი არ იქნება უკანასკნელი. ჩემი ინფორმაციით, თიკა რუხაძე კიდევ აპირებს, რაღაცებზე ხელის მოწერას, დოი არ იქნება მხოლოდ. არაუშავს, 37-იანი წლები გვაქვს 21- ე საუკუნეში”, – ამბობს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას