ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია – რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების ნაწილის აქციას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს.
“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია – რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა.
ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს”, -აღნიშნა ილია ღუდუშაურმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო”- ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის აქცია გაიმართა.
როგორც სამედიცინო პერსონალი აღნიშნავდა, კლინიკის დემონტაჟი მათთვის მიუღებელია. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს.
