ივლისიდან რუსული ავიაკომპანია აზიმუტი ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ივლისიდან მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.
Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.