“ივანიშვილს მივყავართ დიდი უბედურებისკენ!” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
საქართველოს მთავარი მტერი – პრეზიდენტი პუტინი სასიამოვნოდ გაოცებულია “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით. პარალელურად, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გაწევრიანების მოლაპარაკებებზე ევროკავშირთან… თან უსირცხვილო დემაგოგები გვეუბნებიან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ყველა მოთხოვნას შევასრულებთ, ოღონდ ევროკავშირის დახმარების, მონაწილეობის გარეშეო !!! კრიტიკას შანტაჟად მოიხსენიებენ, ვინც არ აქებს და ადიდებს მათ ძალისხმევას, ყველას კოლონიზატორს უწოდებენ, ნამდვილ დამპყრობელს კი ელაქუცებიან. რაღა უნდა მოხდეს მეტი კიდევ, რომ მიხვდეთ: “ქართულ ოცნებას” სურს საქართველო, რომელიც ექვემდებარება რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებს !!! გარდა ამისა, ვერ ხედავთ, როგორ ჩეხავენ და აქუცმაცებენ ივანიშვილი და მისი ნაძირალა იურისტები ჩვენს საზოგადოებას! აჩაღებენ ომს ადამიანებს, სოციალურ ჯგუფებს შორის! თესავენ ქარიშხალს! მივყავართ უფრო დიდი უბედურებისკენ!