ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის – აიფონ ბოკუჩავა

სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიმართ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს.
„ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და, რა თქმა უნდა, აქაც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის სთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. ძალიან დემოკრატიულ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „პობედას“ ბლოკის რეგისტრაციაზე

ირაკლი კობახიძემ აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე, ბათუმში – გიორგი ცინცაძე