იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც ცირკთან მოქალაქეებს გაუსწორდა (ფოტო)

იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პირი, ვინც თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. “პირველების” ინფორმაციით, ის 34 წლის ჯონდო უარიადმყოფელია. 

“ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტთა ბაზის მონაცემების თანახმად, ჯონდო უარიადმყოფელი კერძო დაცვის სამსახურში მუშაობს.

შესაძლოა 34 წლის კაცს კავშირი ჰქონდეს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფებასთან.

რა მოხდა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე?

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები “ტვპირველთან” ამბობენ, რომ  უცნობი პირები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმის და დაშავებულთა კადრები “ტვ პირველმა” რამდენიმე წუთის წინ მოიპოვა.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თავდაპირველად მანქანა განზრახ დაეჯახა ველოსიპედიან კაცს. ერთ-ერთი დაშავებული აცხადებს, რომ ის ძირს დაგდებული ადამიანის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ხელი კრეს, წააქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია

სალომე სიმონია: ოცნების დეპუტატს, ზვიადაურსაც 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელმაც 27 წლის ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა. ღირსეულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს და ისე დააკავეს, მასაც – 50 000 ლარი