თურქეთში ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის კიდევ 3 წევრი დააკავეს

თურქეთმა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის – რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) კიდევ სამი წევრი დააკავა.
Anadolu წერს, რომ დაკავებულები არიან ადიამანის მერი, აბდურაჰმან თუთდერე და ადანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ზეიდან კარალარი, ასევე, CHP-ის წარმომადგენელი მუჰიტინ ბოჩეკი.
Anadolu-ს თანახმად, ადიამანის მერი და ადანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დილის რეიდების დროს დააკავეს. რაც შეეხება CHP-ის წარმომადგენელს – ის ანტალიის მთავარი პროკურატურის მიერ კორუფციის ბრალდებით ჩატარებული ცალკე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორ ეჭვმიტანილთან ერთად დააკავეს.
პროკურატურას ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია, რას სდებს მათ ბრალად, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ოპერაცია ბოლო თვეებში რესპუბლიკური სახალხო პარტიის მიერ პარტიის მიერ კონტროლირებადი მუნიციპალიტეტებიდან ათობით თანამდებობის პირის დაკავებას მოჰყვა.
ცნობისთვის, დაახლოებით 4 თვის წინ, კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის 22-წლიანი მმართველობის მთავარ კონკურენტად ითვლება.