თურქეთს გლობალური საექსპორტო ბაზრის 2,5% უკავია

თურქეთი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გლობალურ რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. ქვეყანას $100 მლრდ-ის გლობალური საექსპორტო ბაზრის 2,5% უკავია. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა.
ეს სექტორი თურქეთის სერვისების მთლიანი ექსპორტის 40%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
პარალელურად, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა ლოგისტიკის შესრულების ინდექსზე (IEL), რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ გამოითვლება.
თურქეთის IEL-ის ქულა 2018 წელს 3,15 იყო და ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილს იკავებდა, ხოლო გასული წლის ბოლოს ქვეყანა 3,4 ქულით 38-ე ადგილზე ავიდა, ნათქვამია მოხსენებაში.
დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით, მიზანია 2028 წელს თურქეთი IEL-ის მიხედვით მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდეს.