თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ლექცია უნდა ჩაატაროს, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ს ელოდებიან, რომელმაც დღეს უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს.
სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.
ადგილზე, სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, ს ძმა, ც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.
„ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება. ამაღელვებელია, სიმბოლურად მოვედი დღეს აქ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს