თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები ამბობენ, რომ კობახიძის მხარდამჭერები თავს დაესხნენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი დღეს, 18 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მივიდა, რასაც კვლავ დაპირისპირება მოჰყვა.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი სტუდენტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის მისვლამდე უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ და მათ აგინეს, შემდეგ კი ფიზიკურად დაესხნენ თავს.
„ვცდილობდით, რომ არ წამოვგებოდით პროვოკაციას, იქიდან მოდიოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ზურგს ვაქცევდით, რათა არ გვეპასუხა. საბოლოოდ, როცა მიხვდნენ რომ არ ავყევით, გადმოვიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე, შეურაცხყოფაზე. პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი იყო აქ და ხელმძღვანელობდა პროცესს, რომელიც ამბობდა, რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ შეურაცხყოფა,“ — განაცხადა ტვ პირველის ეთერში სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრმა ნიკო მანაგაძემ.
მანაგაძეს კობახიძის მხარდამჭერები უნივერსიტეტთან ფიზიკურად რამდენიმე დღის წინათაც გაუსწორდნენ, როცა ის ს უნივერსიტეტის გამოსასვლელთან დახვდა.
სტუდენტები ადგილზე მყოფ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
რაც შეეხება პოლიციელ გოგა მემანიშვილს, მან ტვ „პირველს“ უთხრა, რომ უნივერსიტეტთან პროვოკაცია თავად სტუდენტებმა მოაწყვეს.