Geo Team-ის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და კარიერას თბილისის “დინამოში” განაგრძობს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ხვალ 4 აპრილს გამოცდილი ფეხბურთელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს
ოქრიაშვილი, რომლის ბოლო კლუბიც “გაგრა” გახლდათ, დედაქალაქურ გუნდში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა.
სავარაუდოდ, 8 აპრილს ბათუმის “დინამოსთან” დაპირისპირებაში ის განაცხადშიც მოხვდება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/298393bcd168d1b7debf60cd14432d98-ehXSWg-300x225.jpeg)