თორნიკე მიგინეიშვილი: მოვინახულე ტვ პირველის ოპერატორი. ჯერჯერობით არ გვაძლევენ არც მტკიცებულებებს, არც სასამართლოში სავარაუდოდ წარდგენის დროს გვეუბნებიან

“ზაჰესის იზოლატორში მოვინახულე ტვ პირველის ოპერატორი – ლაშა ჯიოშვილი.
დღეს ღამის საათებში იწურება დაკავების 48 საათიანი ვადა.
ჯერჯერობით არ გვაძლევენ არც მტკიცებულებებს, არც სასამართლოში სავარაუდოდ წარდგენის დროს გვეუბნებიან.
ველოდებით ზარს.
პროცესზე წარვადგენთ მოწმეებს, ვინც შეესწრო ლაშას უკანონო დაკავებას და ასევე მტკიცებულებებს, სადაც ასახულია ნიღბიანი პირების მიერ დაკავების კადრები.
ლაშა პროცესზე მოყვება დაკავების ყველა დეტალს,” – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..