თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი

ს ტექგანათლების პროგრამა – ეს არის ტექნოლოგიური განათლების მიმართულების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით და მხარდაჭერით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი ცოდნა მისცეს როგორც უფროსკლასელებს, ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.
19 დეკემბერს თიბისის ტექსკოლის პროგრამების შემაჯამებელი, საახალწლო ღონისძიება ს მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომელსაც თიბისის ტექსკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარადგინეს ტექსკოლის მიღწევები, კურსდამთავრებულებმა თავიანთი წარმატებული პროექტები და გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ თამი; ღონისძიება საახალწლო ფესტივალით და კონცერტით დასრულდა.
„თიბისის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. თიბისი, თავისი არსებობის 31 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვისახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.