თვითონ ხომ კარიკატურული პერსონაჟია, მაგრამ ოდნავი წარმოდგენაც არ გააჩნია სამართალზე და სამართლის აღსრულებაზე – გიორგი გამსახურდია პაპუნა ჯანელიძეზე

თვითონ ხომ კარიკატურული პერსონაჟია, მაგრამ ოდნავი წარმოდგენაც არ გააჩნია სამართალზე და სამართლის აღსრულებაზე – გიორგი გამსახურდია პაპუნა ჯანელიძეზე
გიორგი გამსახურდია, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, პაპუნა ჯანელიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერ წარმოუდგენია საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარული არ არის.
გამსახურდიას თქმით, ჯანელიძეს მინისტრობის პერიოდში საკუთარ სამინისტროშიც კი დასცინოდნენ და მისი თამასა ვერა ქობალიას ჩანთის ტარებაზე მაღლა ვერ აიწია. “აი ამას, თავისი მინისტრობის პერიოდში, იმ თავის ავგიას თავლა სამინისტროშიც კი დასცინოდნენ. თვითონ ხომ კარიკატურული პერსონაჟია, მაგრამ ოდნავი წარმოდგენაც არ გააჩნია სამართალზე და სამართლის აღსრულებაზე. ვერა ქობალიას ჩანთის ტარებას ვერ გაცდა, მეტზე მისი თამასა ვერა და ვერ აიწია…” – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. ძალიან დემოკრატიულ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „პობედას“ ბლოკის რეგისტრაციაზე

ირაკლი კობახიძემ აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე, ბათუმში – გიორგი ცინცაძე