თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ ოპონენტებს წიგნი ესროლა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მისი თქმით, დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყალბ სურვილს მოჰყვა, რომ წუხილი გამოეხატა ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქალებს ესვრიან წიგნებსა და ბოთლებს. კერძოდ, აქუბარდია აღნიშნავს, რომ ქალების მისამართით წიგნი „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისროლა.
„ფიზიკური ცემა-ტყეპაა ქალებთან. ქალებსაც ესვრიან [ბოთლებს] „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მივიდა პაპუაშვილი იმიტომ, რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს და თიკამ უთხრა, რომ გასულიყო, რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა. დაიწყო შემდეგ ჩხუბი. მივიდნენ კაცები. ახლაც მიდის, ქალებს ესვრიან ბოთლებს. მიდის ფიზიკური ჭიდაობა. ეს არის დამთავრებული ამბავი, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი აღარც დემოკრატია. ხუნდაძემ წიგნი ისროლა და დაიწყო დაპირისპირება,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო