“თეთრ სახლში არავინ იცოდა, რომ -ის თავდაცვის მდივანს კიბო ჰქონდა” – ლოიდ ოსტინის გაუხმაურებელი დიაგნოზი

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, 70 წლის ლოიდ ოსტინს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, – წერს BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით.
ოსტინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ, ჰოსპიტალიზაციამდე, არცერთი მაღალჩინოსნისთვის არ უთქვამს საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ამის გამო, თავდაცვის მდივანმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ საზოგადოება სათანადოდ იყო ინფორმირებული.
სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო, 1-ელ იანვარს ოსტინი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
როგორც BBC წერს, ინფორმაციის შეყოვნებამ გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება და გააჩინა კითხვები ბაიდენის ადმინისტრაციის გამჭვირვალობის შესახებ.
“თეთრ სახლში არავინ იცოდა, რომ -ის თავდაცვის მდივანს პროსტატის კიბო ჰქონდა”, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით