თბილისში, რესტორანთან ჩხუბის ფაქტზე შსს-მ 4 ადამიანი დააკავა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან -მ ადმინისტრაციული წესით, ძალადობის მუხლით 4 ადამიანი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გარე პერიმეტრზე გადაიზარდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.