თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 13 თებერვალს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მხარგრძელის, ჯიქიას, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ჩოჩუას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ტატიშვილის, ბუკისციხის, მესხეთის, კოპცოვის, ლაღიძის და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.