თბილისის მერია – აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო