თამუნა ნერგაძე: არ მოსწონთ ის, რაც ვანახეთ… არ მოსწონთ უფუნქციოდ დარჩენილი მამები, უცხოეთში გახიზნული ემიგრანტი დედები, არ აინტერესებთ ყალბი საზოგადოების კლიშეები

“რატომ ყავს მთავრობას ჩემი თაობის ამდენი მხარდამჭერი:
ჩვენ გავიზარდეთ საბჭოთა მენტალიტეტით:
1. ყველა კაი ბიჭი იყო ძველი ბიჭი;
2.ნარკომანობა იყო მისაღები;
3.მოძალადე ქმართან ოჯახის შენარჩუნება იყო ნორმა: ბავშვები მეცოდებიან ოჯახს ვერ დავანგრევ;
4.ოჯახში მამისგან მტრის ხატის შექმნა და შვილებსა და მამებს შორის სამუდამოდ ჩატეხილი ხიდი;
5. როცა კაცი უსაქმურია, ქალმა უნდა გაწიოს ოჯახის ჭაპანი;
6. განათლება და პროფესიონალიზმი არ ითვლება მნიშვნელოვნად, მთავარია დიპლომი;
7. სამსახურში ყოველდღიურობა: გართობა, ყავის სმა და ჭორაობა;
8 . საზოგადეობის აზრის გაფეტიშება და მუდმივი განსჯის შიში: რას იტყვის ხალხი…
9. რა აზრი აქვს პროტესტს, მაინც არაფერი შეიცვლება.
ეს იყო მრუდე სარკეების საზოგადოება, მანკიერი ღირებულებებით, პრიორიტეტებით და რაც მთავარია ნიჰილიზმით და შემგუებლობით.
და დღეს ბარიკადებზე დგანან და ჩვენ ვუპირისპირდებით თავისუფალ საქართველოში დაბადებულ, დამოუკიდებელ, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს და ვახვევთ ჩვენს მახინჯ აზრებს: რა ოჯახებში გაიზარდნენ, სირცხვილია ამის კეთება….
დიახაც, ჩვენს ოჯახებში გაიზარდნენ და არ მოსწონთ ის, რაც ვანახეთ… არ მოსწონთ უფუნქციოდ დარჩენილი მამები, უცხოეთში გახიზნული ემიგრანტი დედები, არ აინტერესებთ ყალბი საზოგადოების კლიშეები და სურთ თავისუფალ, ჰუმანურ, ლაღ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. ისინი ამას ნამდვილად
იმსახურებენ…” – წერს სოციალურ ქსელში ამერიკის ხმის ყოფილი თანამშრომელი, ჟურნალისტი თამუნა ნერგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ