თამო კეშელავა: რა პრობლემაა, ქოცო, მიდი, შენ წაიმძღვარე წინ ანწუხელიძე, კი არ მეწყინება, ააა, რუს ეწყინება და ვერა? ხოოო…

“ანწუხელიძის სახელით პოსტავენო, ნინო წილოსანმა, უსამშობლოებიო.
ანწუხელიძის ცოლმა ისე გასაგები ენით აგიხსნათ, ისე მშვიდად, ისე დელიკატურად, რას აშავებთ, ვის უშავებთ, როგორ არც მტრობა იცით, არც მეგობრობა, არც სამშობლო, რომ მაგაზე უკეთ, ვერ ვიტყვი.
ქოცები რომ ცოცხალი თავით არ ამბობენ, ვინ მოკლა ანწუხელიძე და ვინაა დამნაშავე – ეგაც ძალიან კარგად აგიხსნათ.
ომი ვინ დაიწყო – ისიც.
და ანწუხელიძეს თავი კი არ შევაფარეთ, არა, ანწუხელიძე წინ წავიმძღვარეთ, ეს სხვადასხვა რამეა, ქოცო.
ხოდა, წილოსანმა არ გაგიტარებთო, ჩვენ კიდე, სკენ არ გაგატარებთ, ნინო.
რა პრობლემაა, ქოცო, მიდი, შენ წაიმძღვარე წინ ანწუხელიძე, კი არ მეწყინება, ააა, რუს ეწყინება და ვერა?
ხოოო…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს