“რამე ოდნავ დამაჯერებელი მაინც მოგეფიქრებინათ თქვე საცოდავებო!” – იგორ ნარმანია

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგორ ნარმანია, სოციალურ ქსელში, ქართული ოცნების მომხრეთა და “გეკას” (შს მინისტრი, გელა გელაძე, რომელიც ზედმეტსახელით აწერს განცხადებებს ხელს) უწყების განცხადებებს ეხმაურება და წერს:
ეს არის ბინძური, პროვოკაციული სიცრუე, ვინც ოდნავ მაინც მიცნობს მიხვდება რომ ეს არის აბსურდი! საკადრის პასუხს მიიღებთ ამ მტკნარ სიცრუეზე! რამე ოდნავ დამაჯერებელი მაინც მოგეფიქრებინათ თქვე საცოდავებო!
ცნობისთვის, “იმედინიუსმა” შსს-ს განცხადებამდე ერთი საათით ადრე გამოაქვეყნეს დავით ჩიხელიძის პოსტი, სადაც ის წერს:
„ყველაფერი გაირკვა გველის წიწილი „ნაცების“ ჩხუბზე! მესანთლეს აგინეს ნარმანიამ და მისმა „პადელნიკებმა“…
ბიჭები გამოესარჩლნენ და წავიდა ჩხუბი
ფრთხილად უნდა ვიყოთ – ეკლესიის მსახურ ქალს აგინეს მკვდარი და ცოცხალი და ხვალ რას იზამენ, ხო ხვდებით?“

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)