“ქოცებს ვთხოვდი, ელოცათ, იმ ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ შვილების და ერის გამყიდველის ფლიდ ლოცვას რა აზრი აქვს, ჩვენ უნდა ვილოცოთ!
22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც თვალში გაზის კაფსულა მოარტყეს, ოპერაციის შემდეგ, კომაშია.
კოლეგებო, ისტორები, რომლებსაც ვაშუქებთ, არ არის ცემის, უკვე არც თავდასხმის, ეს არის – წამების ისტორიები, ჯგუფურად გატაცების და ჯგუფურად წამების ისტორიებია ეს.
ცემას კარგა ხანია გასცდნენ.
+18 ისტორიებია ეს, იმდენად სასტიკია” – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა.