“ეს კადრები უნდა ნახოთ, ხალხო, აუცილებლად უნდა ნახოთ.
როგორ გაათენეს დილა მშვიდად, მიუხედავად ამდენი დამცირებისა, ამდენი ჭორისა, ამდენი შეურაცხყოფისა.
როგორ უშრობდნენ ტანსაცმელს ერთმანეთს.
როგორ მოამზადეს დილით საუზმე, უზარმაზარ ქვაბში, წვნიანი მოხარშეს იქვე, ქუჩაში, როგორ ურიგებდნენ ერთმანეთს.
ცხოველსაც კი დააცდიან ჭამასო, იტყოდა ხოლმე ბაბუა, ვინმე რომ შეაწყვეტინებდა.
დაიძრნენ რობოკოპები.
დაიძრნენ და ადგნენ, კარგი, წავალთო.
უნდა ნახოთ, ხალხო, გადაახვიეთ და უყურეთ, როგორ მოდიოდნენ, შეშინებულები, მაინც თავაწეულები, ერთმანეთს ხელჩაჭიდებულები, ერთმანეთს ხელგადახვეულები, გვერდით იყურებოდნენ, რათა ვინმე არ განცალკევებულიყო, ხომ აქვთ უკვე ნანახი, რას უშვრებიან თუ ვინმე მარტო დაუგულეს, როგორ მიახტებიან და მიათრევენ.
უკვე იცოდნენ, რომ ალყაში იყვნენ და მაინც მიდიოდნენ…
აგვინებდნენ ეს ჩამწკრივებული ახვრები და ჩვენი შვილები უბრალოდ, ქუჩაში მიდიოდნენ, ერთად…
მეგონა, გაატარებდნენ, ალბათ, მათაც ასე ეგონათ.
ჯანდაბა, ის ფერადი და ქოცისთვის ასე საშიში ფოიერვერკიც არ უსვრიათ.
გული მოგეწურება ამ კადრებზე და უნდა მოგეწუროს, რომ იფეთქოს.
და მერე სისხლი გაგეყინება ძარღვებში რამდენიმე წამით, რომ დაინახავ როგორ მოწყდებიან ადგილს ეს გორგლა, ორმეტრიანიანი, აბჯარასხმული ახვრები, ჩვენი შვილების ფერადი წინდაც რომ აშინებთ კოცონთან გასაშრობად დადებული, როგორ დაედევნებიან და გარბიან ბავშვები, იციან არ აქვთ გასაქცევი და მაინც გარბიან.
ზოგი წააქციეს, ზოგი წაათრიეს, გოგოებს განსაკუთრებულად ურტყეს.
სპრეისაც უმატებდნენ.
რუსთაველის მეტროში შეჰყვნენ, მაგრამ იქ არ დაუკვებიათ, რამდენიმე კოლეგას ჰქონდა იქედან პირდაპირი ეთერი და ბავშვებმა თქვეს, პირდაპირი ეთერი როცაა, ერიდებიან, ცალკე დაგვყვებიანო.
მეტროს შენობას შეაფარეს თავი, მაგრამ არ წავიდნენ, ამბობდნენ, არ გვინდა იგივე გადავიტანოთ, რაც წინა დღეებში მეტროშიო.
ვაგონებში, ბაქნებზე ხვდებიან, ამოსასვლელებში, აგინებენ, ცემენ,
თავისუფლების მეტროში დაკავებებსაც არ მოერიდნენ, ესკალატორიდან ჩამოჰყავდათ ბავშვები და მიათრევდნენ.
ქუჩა–ქუჩა, ჩიხ–ჩიხ დასდევდნენ მერე, გათენებულ ქალაქში, ჩვენ ქალაქში, ჩვენ შვილებს, ქუჩა–ქუჩა დასდევნენ საცემრად ეს ნაბიჭვრები.
ყველგან ცემდნენ და აკავებდნენ, თან მაგ დროს უკვე აღარ იყო პირდაპირი ეთერი და ალბათ, თამამად.
ჭავჭავაძემდე სდიეს, იქაც სცემეს, იქაც დააკავეს.
სიბრაზისგან მეფლითება სხეული, როგორ გაგვიბედეს ჩვენი სიმწრით გაზრდილი შვილების ჩვენ ქალაქში ქუჩა–ქუჩა დევნა, თავდასხმა და ცემა.
და კიდევ რით იყო იცით ყველაზე საზარელი წუხანდელი ღამე?
წუხელ სპეცრაზმი თითქმის არ გამოსულა გარეთ, გამოკეტილი იყო პარლამენტში, არ უთხოვია ხალხითვის დაშლა, არ გამოუყვანია ტექნიკა და წყლის ჭავლს მაინც ასხამდე.
სახალხო გაუგებრობა რომაა, იმან ხომ ჩემზე კარგად იცის, რომ წყლის ჭავლი გამოიყენება აქციის დასაშლელად.
თუ აქციის დაშლას არ ცდილობ, თუ არც ტექნიკა გამოგყავს და არც რობოკოპი, წყალს რატომ ასხამ?
დასასველებლად, გასაყინად ასხამდნენ ამ სიცივეში წყალს საათობით ჩვენ შვილებს.
წყალს ასხამდნენ, იქნებ, გაცივდნენ და სახლებში დაეყარონო.
წამებაა ეგ, როცა დაშლა არ გაქვს მიზანი.
მთელი ღამე ისე ასხამდნენ წყალს, რომ დაშლა არ იყო მიზანი, მიზანი იყო ჯანმრთელობის ზიანი.
გათენდა.
გაიღვიძებს გამოძინებული ქოცი ბომონდი, გამოკეკელ–გამო@@ნაურდება, ნაბახუსევი თვალიდან წირპლებსაც არ მოიცილებს, ისე დაიწყებს მოყოლას, როგორ გადაარჩინა წინა რეჟიმის დროს საჯიშე ბიჭები და გოგოები და ახლა ჩვენი შვილების დახოცვას აწერს ხელს.
ჩვენი შვილები არ ყოფილა საჯიშე.
ჩვენი შვილები უნდა აწამონ შუა რუსთაველზე საათობით, მერე დევნონ, თავს დაესხან და სასტიკად ცემონ.
და ჩემზე კარგად ხომ იცის სახალხო გაუგებრობამ, რომ წუხანდელი წყლის შესხმა, რომელიც არ ემსახურებოდა დაშლას, წამებაა და მე როგორ და რატომ უნდა დავასწრო ამის თქმა?
ლევან იოსელიანო, უსამართლო, უპირო, უნირო ლაჩარი ხარ შენ.
და ხო, ჩვენ მოვიგებთ.
რუსთავში რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა გარეთ, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, მაგიტომ კი არა, არც იმიტომ რო ხაშური, ტყიბული, გურია და სამეგრელო სრულად რომ გარეთაა, არც იმიტომ, რომ დღეს კიდევ მეტ ქალაქში იქნება აქცია, არც იმიტომ რომ თბილისი დუღს, არც იმიტომ რომ საჯარო სამსახურიდან ხალხი გემიჯნებათ და არც იმიტომ რომ საკუთარი ბიზნესი გაგემიჯნათ @@@ებო, არა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთად ხდება, ეს არაა პროტესტი, ეს ბრაზი და ბრძოლაა ერთად და ერთად ვარ და ყოველ დღე მეტნი ვართ ერთად.
და რაკი ყველა ქალაქში გამოვდივართ, სპეცრაზმის პრობლემა გაქვთ, ახვრებო.
რეგინებიდან ვერ გააქანებთ რაზმებს – იქაც გადაღლილი გყავთ და იქ ისე ეშინიათ, პირველ დღეს გაბედეს, იფიქრეს ერთს წავუთაქებთ და გაქრებიანო და ვეღარ ეკარებიან, იმდენნი გამოვიდნენ, ვეღარ ეკარებიან, რადგან რომ რამე, აქედან თქვენ ვერ დაეხმარებით და ვიცი, რეგიონებში ბრძანება გაქვთ გაცემული, ხელი არავის დაადონ, რადგან, ვერავის წაახმარებთ ადგილობრივ პოლიციელს, არ გყავთ ძალა.
თბილისში ვინც გყავთ დაღლილი, ცოტაა, იმიტომ ვერ გამოიყვანეთ მთელი ღამე პარლამენტიდან, დაელოდეთ კარგად რომ დაცოტავდებოდნენ და მაშინაც, კადრებში თავადაც ნახავთ, ხუთი ესხმის თავს ერთს და თუ მეორეც დაინახეს იქვე – გარბიან.
თუ ზონდერებს ჩააცვამთ ამ ფორმას, ვინ იცის რას დააშავებენ.
ამიტომ ცდილობთ მალე დაგვაშინოთ, მალე გაგვაჩუმოთ, მალე მოგვიშოროთ.
პროტესტის ყველაზე სწორი ფორმა გვაქვს შერჩეული, მდგომა და ბრაზი, ქალაქებში.
და რაც მეტად ვდგავართ, მით მეტი ადამიანი გემიჯნებათ თქვენივე რიგებიდან და გამოდის ხალხთან და რაც მეტად ვდგავართ, თქვენ ცოტავდებით და ჩვენ ვბერვდებით, თქვენ იღლებით და შემცვლელი აღარ გრჩებათ და ჩვენ ვბერვდებით,
შეიძლება ბევრნი ვერ ვართ დილით, მაგრამ საღამოს ნახეთ.
ხვალ საღამოსაც.
ზეგაც.
და ასე სრულ ჩამოშლამდე, ახვრებო.
უკან დასახევი გზა მოიჭერით წუხელ, ნაბიჭვრებო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.