პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
ხელისუფლება რასაც ახლა ქართველ ხალხს ეუბნება_ვიზალიბერალიზაციის ჩვენი მოქმედებებით გამოწვეული გაუქმების შედეგები ცუდია, მაგრამ რა ვქნათ, ესე რომ არა, ქალები კაცად გადაიქცეოდნენ და კაცები ქალადო. თანაცო, ომიც დაიწყებოდაო. ომის საკითხი ხომ ცალკე დიდ ტყუილზე დაფუძნებული თემაა, მაგრამ ქალების და კაცების შესახებ რომ ასეთ სასაცილო სისულელეს ეუბნებიან მოსახლეობას _ მზად ვართ ქვეყანა იზოლაციაში მოვაქციოთ დამპყრობლის წინაშე მარტო, სრულიად დაუცველი დავტოვოთ, სასიცოცხლო ჟანგბადი გადავუკეტოთ,ეკონომიკა ჩამოვაქციოთ , რადგან აბა რა ვქნათ , დასავლეთი კაცებს რძეს და გათხოვებას აიძულებსო _ აი ამას რომ გეუბნებიან, თანამოქალაქენო ე.ი. სრულ დებილებად გვთვლიან. და ეს ვითომ არაფერი,? თვითონ ეგეთი სულელებიც არ არიან, რომ ამ რუსული ზღაპრების თავად ჯეროდეთ!