თამარ ბუჩუკური: როცა იმ მთავრობას წარმოადგენ, რომლის პირობებშიც ახალგაზრდები ემიგრაციაში გარბიან, რომ თავები გადაარჩინონ შიმშილისა და ავადმყოფობისგან, როცა სკოლის მოსწავლეები ბებია-ბაბუების პირადობის მოწმობებით ონლაინ კაზინოში თამაშობენ

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
როცა იმ მთავრობას წარმოადგენ, რომლის პირობებშიც ახალგაზრდები და ბავშვები შოვში ტალახში ჩაახრჩვეთ უმოქმედობით: “ბოდიში დაღამდაო”.
როცა ჯართის შემგროვებელი თინეიჯერები ჭებში იხრჩობიან პურის ფულის საშოვნელად გამოშვებულები.
როცა ახალგაზრდები ემიგრაციაში გარბიან, რომ თავები გადაარჩინონ შიმშილისა და ავადმყოფობისგან,
როცა სკოლის მოსწავლეები ბებია-ბაბუების პირადობის მოწმობებით ონლაინ კაზინოში თამაშობენ და არანაირი კონტროლი არაა,
როცა ახალგაზრდებს დღე ნარკოტიკის და ღამე კაზინოს ფულზე აჩალიჩებთ ისევ დაურეგულირებელი სათამაშო ბიზნესის და უკონტროლო საზღვრების გამო,
როცა ახალგაზრდებს აბერებთ უფასო სასადილოს რიგში და დღიური სამჯერადი კვებისთვის 1.18 ლარს უგდებთ,
როცა დედებს უკიდურესი გაჭირვების გამო შვილებს ართმევთ და სხვას სხვისი შვილის გაზრდისთვის ხელფასს უხდით,
როცა საქართველოში მამას თვითმკვლელობა დასჭირდა, რომ დასაფლავებაზე ახლობლების მიერ გაცემული შესაწირით შვილს ოპერაცია გაეკეთებინა და იმ ახალგაზრდას ეცოცხლა,
როცა დამპალოს სასაფლაოს საყარაულოში ბავშვები იზრდებიან,
როცა ზამთრის სუსხში მოხუცები გვეყინებიან და კვდებიან,
როცა ბავშვებს ერთადერთ ოცნებად პენსიონერები აქვთ, რათა გარანტირებულად კაპიკები ჰქონდეთ,
როცა ქუჩაში ყრია ნარკოტიკები და იარაღები, როცა ახალგაზრდებს ბიოლოგიური იარაღით კლავს სახელმწიფო, ამას თუ მშვიდობა ჰქვია, მაშინ, ამას ქოცური მშვიდობა ჰქვია თორემ ნორმალური ადამიანები საქართველოში ომში ვართ, ყოველწლიურ ომში.
და როცა ამგვარ მთავრობას წარმოადგენ, როგორც მინიმუმ უხერხულია მშვიდობაზე საუბარი.
რას არ გავიგებთ თქვენგან… ს მილიონობით ახალგაზრდა არ ჰყავსო… კი, ირაკლი. თანაც მილიონობით მებრძოლი ახალგაზრდა ჰყავთ. “აბა ომი გინდათ?” – ომი არავის უნდა ცალსახად, მაგრამ არც მონობა უნდათ და არც რუსულ ჭაობში უომრად ჩახოცვა იმ უკრაინელ ახალგაზრდებს, ქართულ ოცნებაში მათ არსებობას თვალს რომ არიდებთ.
მილიონობით ვაჟკაცი ახალგაზრდა ჰყავთ და ის ახალგაზრდები ომობენ საქართველოს ომსაც იქ, უკრაინაში ბოროტების იმპერიას ამარცხებენ და აქ ჩვენ გვათავისუფლებენ საოკუპაციო ძალებისგან…